11 X 11
სპორტული პორტალი

რექსემში დინამომ მოიგო

0 16

უელსში დასრულდა იქაური „ქონასისა“ და „დინამო“ თბილისის ევროპა ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი, რომლის პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბურთს თითქმის სულ ჩვენები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ქარდავას გასროლას მოჰყვა, რომელიც ხარიხამ უკუაგდო. 10 წუთის შემდეგ ძარიას საგოლედ დარტყმა მცველმა არ დაანება. ამას მოყოლილი კუთხურის შემდეგ კი ქავთარაძემ ვერ მოარტყა კარში.

მეორე ნახევარში თამაშის არც სურათი და არც ხასიათი არ შეცვლილა. არ შეცვლილა არც ანგარიში და ყველას რომ ეგონა თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, კომპენსირებულ დროში “დინამოელებმა“ მოახერხეს, პენალტი დაიმსახურეს, რომელიც გოლად გაბედავამ გარდასახა.

მოგებით მოვიგეთ და საერთოდ, გამარჯვებულებს არც ასამართლებენ.

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო