11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

0
საქართველოს კაც ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფას “კოკა კოლას” რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და ახლა 89 ადგილს იკავებს. ქართველმა ფეხბურთელებმა სექტემბერში ორი შეხვედრა გამართეს – გასვლაზე ესტონეთს სძლიეს (1:0) და სახლში ჩრდ. მაკედონიასთან ფრედ(1:1) ითამაშეს. ერთა ლიგის C დივიზიონის ჩვენს ქვეჯგუფში ყველაზე მაღალი პოზიცია რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიელებს უკავიათ – 66-ე. სომხეთის გუნდი 101-ე პოზიციაზეა, ესტონეთი კი 108-ზე. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსის ნაკრები “ჯვაროსნებს” 2 პოზიციით უსწრებს. ფოტო: gff.ge
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო