11 X 11
სპორტული პორტალი

სეტიენი ბარსელონას უჩივის

0 8

ითხოვს და ეკუთვნის კიდეც, რადგან 2020 წლის 13 იანვარს ერნესტო ვალვერდეს ნაცვლად მთავარ მწვრთნელად დანიშნულ კიკე სეტიენს ორწლიანი ხელშეკრულება დაუდო „ბარსელონამ“, ხოლო მას ა.წ. 17 აგვისტოს ამცნეს რომ პოსტიდან გადააყენეს არადამაკმაყოფილებელი შედეგებისათვის.

განთავისუფლების შემდეგ კლუბს ყოფილ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტის გაფორმებისა და ფინანსური საკითხების შესახებ არაფერი უთქვამს. ახლა კი გაირკვა, „ბარსელონას“ შეფობამ თურმე მხოლოდ ამ კვირაში გაანთავისუფლა ოფიციალურად სეტიენი და მისთვის ისევ არაფერი უცნობებია. ჰოდა, კიკე გაბრაზდა, “გადაგდებას” ვის უპირებთო, ადვოკატი დაიქირავა,“ ბარსელონას“ სასამართლოში უჩივლა და საკომპენსაციოდ თავის კუთვნილ 4 მილიონ ევროს ითხოვს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო