სლუცკი: ეს ხვიჩასთვის პრობლემა არ იქნება
“რუბინმა” რუსეთის თასზე ნოვოროსიისკში ადგილობრივი “ჩერნომორეცი” ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 4:2 დაამარცხა. ნამატჩევს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ქართველი გარემარბის მდგომარეობა შეაფასა:
“იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არაა, არის თუ არა მოტეხილობა, უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას სახის დამცავი ნიღაბი აქვს და ეს პრობლემა არ იქნება”.