ყოველ შემთხვევაში ასე გვამცნობს რამდენიმე იტალიური გამოცემა. არადა, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ურუგვაელ თავდამსხმელს „ბარსელონა“, უნდა დაეტოვებინა და ტურინულ გუნდში გადასულიყო, მაგრამ ვიდრე ლუის ბატონი ბლაუგრანასთან რიგ სადავო საკითხებს მოაგვარებდა და იტალიის მოქალაქეობაზე შეიტანდა საბუთებს, „იუვენტუსმა“ ედინ ჯეკო იყიდა და სუარესი დიდად აღარც სჭირდება.