11 X 11
სპორტული პორტალი

ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსე წაგებისგან იხსნა [VIDEO]

0
საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი – “სან ხოსე ერსქვეიქსი” წაგებისაგან იხსნა.კალიფორნიული კლუბი საკუთად მინდორზე პორტლენდელ სტუმრებს დაუხვდა და 76-ე წუთამდე აგებდა, სანამ ვაკომ არ შეაგდო. თამაშის მიმდინარეობისას მსაჯებმა გოლი ვერ დააფიქსირეს, თუმცა ვიდეო რეფერიმ ყველაფერი ადგილზე დააყენა.პირველ ნაევარში ქართველ გარემარბს უმშვენიერესი გოლის გასატანად ცოტა დააკლდა – მარცხენა ფლანგიდან მოხდენილი მარჯვენით აჭრა ბურთი, თუმცა კარის ძელი ზედმეტად მარჯვნივ იდგა…არ უთამაშია გურამ კაშიას, რომელსაც ტრავმა აწუხებს და “სან ხოსეს” წინა მატჩის 64-ე წუთზე შეცვალეს. ვაკოსთვის კი ეს ზუსტი დარტყმა სეზონში მე-4 გახლდათ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო