11 X 11
სპორტული პორტალი

ცნობილია, ვის შეხვდება ლოკომოტივი გრანადას დამარცხების შემთხვევაში

0 1, 393

უეფას შტაბბინაში გამართულ კენჭისრაზე ცნობილი გახდა, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში თბილისის “ლოკომოტივი” შვედურ “მალმიოსა” და ხორვატულ ზაგრების “ლოკომოტივას”  შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისურმა კლუბმა ევროპა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის “დინამო” დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ესპანურ “გრანადას” შეხვდება.

თბილისელები “გრანადასთან” გასვლაზე 24 სექტემბერს ითამაშებენ. ესპანეთში მოგების შემთხვევაში “ლოკომოტივი” პლეიოფის მატჩსაც სტუმრად გამართავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო