11 X 11
სპორტული პორტალი

“ასეთ სოფლის ფერმასთან პირველად წავაგეთ” – რუსები “ლოკომოტივთან” მარცხმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა

0 1, 880

რუსები მოსკოვის “დინამოს” თბილისის “ლოკომოტივთან” წაგებამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა და ისეთებს წერენ და ლაპარაკობენ, ცოტაც და ბოღმისაგან გასკდებიან.

მაგალითად, მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი პრეზიდენტი ილია გერკუსი “ტელეგრამის” საკუთარ გვერდზე წერს:

“დინამოს” თამაში კატასტროფა იყო, სამოყვარულო გუნდთან დამარცხდნენ. ასეთ სოფლის ფერმასთან (იგულისხმება თბილისის “ლოკომოტივი”) რუსებმა პირველად წავაგეთ. ჩვენს ფეხბურთში ისეთი ტენდენციაა, მგონი მსგავს შედეგებს უნდა მოველოდეთ.”

რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა, საერთოდაც, თბილისური კლუბი დაწყევლა:

“მოედნის საფარი საშინელი იყო. სად უყურება უეფა? ღმერთმა არ ქნას, რომ “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. მაგრამ თუ მაინც გავიდნენ, სად უნდა ითამაშონ? ისეთ მინდორზე?!”

 

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ მოსტოვოიმ თქვა, რომ ხალხი იფიქრებს, რუსებმა თბილისის “დინამოსთან” წააგესო:

“ბოლო წლებში 60 მილიონი ევრო დაიხარჯდა და …. თბილისის “ლოკომოტივი”… ხალხის უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ასეთი კლუბი არსებობს. შედეგის ნახვის შემდეგ ვერაფერს გაიგებენ და ყველას ეგონება, რომ თბილისის “დინამოსთან” დავმარცხდით.”

 

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ლევ ლეშენკომ, რომელიც მოსკოველთა კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრია, თბილისელებთან წაგება სამარცვინო ფაქტად შერაცხდა და ისიც დააყოლა, საქართველო აბა რა ევროპააო:

“ეს სირცხვილიც არ არის, ეს სამარცხვინოა. სხვა არაფერს ვგრძნობ. თბილისის “ლოკომოტივი” სამოყვარულო გუნდს ჰგავს: არც ბიუჯეტი აქვთ, არც არაფერი. “დინამო” ევროპული გუნდია? არა, იქ არასდროს ყოფილა. საქართველო რა, ეს ევროპაა? ევროპაში სათამაშოდ მზად საერთოდ არ ვართ. ქართველებს ორი შეტევა ჰქონდათ და ორი გოლი გაიტანეს. შეადარეთ ქართველებისა და “დინამოს” ფინანსები, ჩვენს ფეხბურთელებს არც კი ესმით რა დიად კლუბში თამაშობენ.”

კომენტატორმა დმიტრი გუბერნიევმა კი საერთოდ ზეციური რამ თქვა, ძერჟინსკის თვალებში როგორ ჩავხედოო…:

“სულითა და გულით დინამოელი ვარ. ძერჟინსკის ფოტო მაქვს ჩაკრული პირად დოკუმენტში და როცა ფელიქსს შევხედავ, კარგ ხასიათზე ვდგები, ახლა როგორ ჩავხედო მას თვალებში?! თუ ადრე თბილისის “დინამოსთან” წაგებას სიხარულით ვხვდებოდით, ახლა ეს სირცხვილია.”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო