ფემინისტმა ბაია პატარაიამ ქართველი კაცი გულშემატკივრები მიწასთან გაასწორა
ქართველმა ფემინისტმა, ქალების უფლებადამცველმა და სამოქალაქო აქტივისტმა ბაბუცა პატარაიამ მიზანში მოსკოვის “დინამოს” დამარცხებით გახარებული ქართველი კაცი გულშემატკივრები ამოიღო, ცოცხლად დამარხა და მკვდრეთით ამოთხარა ისინი.
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა
და პასუხისმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
მელას რაც ესიმზრებოდა, ის ელანდებოდაო, აქტივისტ ქალბატონი კარგად რომ დაკვირვებოდა, დაინახავდა, რომ მოსკოვის “დინამოს” გამარჯვება არა მხოლოდ ქართველ კაცებს გახარებიათ, არამედ ქართველი ქალებიც აქტიურობდნენ, თუნდაც სოციალურ ქსელში.
და საერთოდ, მატჩისთვის 59 წამით რო მიედევნებინა თვალ-ყური, მოისმენდა რა გულმხრუვალედ გულშემატკივრობდნენ ქალი ჟურნალისტები თბილისის “ლოკომოტივს” პრეს-ტრიბუნიდან.