11 X 11
სპორტული პორტალი

სერგეი ბუბკას “მარადიული რეკორდი” დაამხეს [ვიდეო]

0

ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდი, რომელიც 1994 წელს საბჭოთა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ იტალიაში დაამყარა 614 სმ გახლდათ და ბოლო წლებში რომ ვინმე გააუმჯობესებდა, მოსალოდნელი გახლდათ, რადგან დახურულ შენობაში უფრო მაღალ თამასას 2014 წელს ფრანგი რენო ლევილიენი (616 სმ) გადაევლო, ხოლო წელს თებერვალში შვედმა არმან დიუპლანტისმა დარბაზში 617 სმ დაძლია, ხოლო რამდენიმე დღეში ამ შედეგს 1 სმ მიუმატა.

ხუთშაბათს საღამოს, რომში გამართულ “ბრილიანტის ლიგაზე” დიუპლანტისმა ღია სტადიონზე 215 სმ აიღო და ბუბკას 26-წლიანი რეკორდი დაამხო. მსოფლიოს ახალი რეკორდის ავტორმა მედიელებს გაუმხილა, რომ ბუბკას რეკორდი მას მძიმე ტვირთად აწვა და ახლა, როდესაც ის დაძლეულია, იმდენად სიხარულს კი არ განიცდის, რამდენადაც შვებას, რაც ფსიქოლოგიურ წნეხს მოუხსნის და ახალ რეკორდს თავდაჯერებულად შეუტევს.

სერგეი ბუბკამ, რომელიც ახლა უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა, დიუპლანტისს მიულოცა ეს მიღწევა და მომავალი წარმატებები უსურვა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო