11 X 11
სპორტული პორტალი

ჩისკო: დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ

0 14

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქონაჰ’ს ქუაი ნომადსის“ 1:0 დაამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის “დინამოს” მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა გააკეთა:

“ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და რთული მატჩის მოლოდინი გვქონდა. მეტოქე მთელ მოედანზე პრესინგს მიმართავდა. ძნელია თამაში, როდესაც სივრცე არ გაქვს. მინდა ბიჭებს მივულოცო, მათ რაც დავავალე, ყველაფერი გაითავისეს. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, ბოლოს პენალტიც დავიმსახურეთ და გავიმარჯვეთ.

ახლა უკვე თასის შეხვედრაზე ვფიქრობ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბედნიერი ვარ. იციან სად თამაშობენ და ესმით, რას ვითხოვ მათგან. რთული შეხვედრა მოიგეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა. ვულოცავ “ლოკომოტივს”. ეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია”, – განუცხადა ჩისკომ “დინამოს” საიტს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო