11 X 11
სპორტული პორტალი

იგუაინი იუვენტუსიდან წავიდა

0 12

32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსიდან” წავიდა. მხარეთა შეთანხმებით მისი კონტრაქტი გაწყდა და პიპიტა თავისუფალი აგენტი გახდა.

იგუაინი ტურინულ კლუბში 2016 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში არენდით “მილანსა” და “ჩელსიში” იყო მივლინებული. “იუვეში” სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა. ჩატარებულ 149 მატჩში მან 66 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სავარაუდოდ იგუაინი კარიერას მაიამის “ინტერში” გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო