11 X 11
სპორტული პორტალი

იგუაინი იუვენტუსიდან მაიამის ინტერში გადავიდა

0

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მაიამის “ინტერში” გადავიდა.

ამერიკულმა კლუბმა  ფორვარდს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 8.9 მილიონი დოლარი დაუნიშნა.

“ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ეს სწორედ ისაა, რასაც ვეძებდი – ახალი ლიგა, ახალი ქალაქი.

აქ ყოფნით მართლაც ბედნიერი ვარ. ჩემი მიზანია ევროპაში შეძენილი გამოცდილება გუნდს გადავცე და ზრდაში დავეხმარო”, – განაცხადა იგუაინმა.

ცოტა ხნის წინ მიამის “ინტერში” “იუვეს” ყოფილი ნახევარმცველი ბლეზ მატიუიდი გადაბარგდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო