11 X 11
სპორტული პორტალი

კორონავირუსის გამო ქართველების როტორი კატასტროფულ სიტუაციაშია

0 47

“როტორში” 9 ფეხბურთელი და მათ შორის ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი არიან კორონავირუსით დაინფიცირებული. ამის გამო რუსეთის პრემიერლიგაზე “კრასნოდართან” ვოლგოგრადული გუნდის მატჩი არ ჩატარდა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

ვითარება ამის შემდეგ უფრო გამწვავდა, რადგან კიდევ ერთ ფეხბურთელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ და მეკარეების მწვრთნელს დაუდგინდა კორონავირუსი და მთელი გუნდი იზოლირებულია. აქედან გამომდინარე, 17 სექტემბერს “როტორი” როსტოვში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ვერ გაემგზავრება და ალბათ, ისევ წაგებას ჩაუთვლიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო