11 X 11
სპორტული პორტალი

ლოკომოტივის პასუხი სტეპაშინს!

0 42

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის“ დინამო“ 2:1 დაამარცხა!

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) – დინამო () 2:1

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ამ ქართულ-რუსულმა დაპირისპირებამ პოლიტიკური დატვირთვა მაინც შეიძინა, რისი მოთავე„დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი გახლდათ.  მან თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო, რაც ნამეტანი გადაჭარბება გახლდათ, რამეთუ. რუსული კლუბი საკმაოდ მდიდარია და  გუნდიც გაცილებით უკეთ დაკომპლექტებულია, მაგრამ მონდომება და სპორტული ჟინიხშირად გადამწყვეტი რომაა, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ  დაადასტურა

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს. კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი თითებით მისწვდა, შემდეგ კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა წააქცია და გაფრთხილებაც მიიღო. ამას ჩვენების სწრაფი  კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევი ისევ კირკიტაძის წაქცევისათვის მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვმა აჯობა ქართველს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული შუნინმა წინ მოიგერია, სიხარულიძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსა. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ, ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა, რაშიც დიდი წვლილი ისევ მოსკოველთა მეკარეს მიუძღვის.

ყოჩაღობდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, თორემ ანგარიში რუსთათვის კატასტროფული გახედებოდა. საპასუხო შეტევისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში “ლოკომ” მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა.გაიმარჯვა დამსახურებულად და დაუყვედრებლად.

მადლობა, ბიჭებო ამ სიხარულისათვის!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე “ლოკომოტივი” “გრანადას” შეხვდება.

ნამატჩევს

“ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “დინამოს” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი “ლოკომოტივის წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. “ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე, ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი გავიღეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა “ლოკოს”, ბიჭებს. ხალხს ცუდი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი წარუმატებლობისათვის. ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ, მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, არაფრის გვეშინია, მგონი მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ. რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, უკეთესად თამაშობენ. “გრანადა” კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ კლუბს ვეთამაშებით. ჩავალთ და ვითამაშებთ. რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში “ჩიხურას” ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველი ვართ. არ გვიფიქრია “ჩიხურასთან” თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ, დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც,-“ განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე: “პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, მოედანზე თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდით, უმაყურებლობა არ განგვიცდია. ამ წარმატებისთვის დიდი შრომა ჩაიდო. ბევრმა ადამიანმა იმუშავა. ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია. ჩემი ასაკის მიუხედავად ამ დონის კლუბთან არ მითამაშია, უფრო მეტად ახალგაზრდები არიან გუნდში. ამიტომაც, მატჩის წინა დღეებში მთავარი მწვრთნელი ბევრს გვესაუბრებოდა და მისმა მუშაობამ შედეგიც გამოიღო,

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო