11 X 11
სპორტული პორტალი

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა

0

ევროპა ლიგაზე თბილისის “ლოკომოტივტან” 1:2 წაგებისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ყველა მოსკოვის “დინამოს” მწვრთნელ კირილ ნოვიკოვის გადაყენებას ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“სპორტ-ექსპრესი” იტყობინება, რომ ნოვიკოვი გუნდს რუსეთის ჩემპიონატზე “ახმატთან” მატჩში უხელმძღვანელებს, მაგრამ თუ წარუმატებლობათა სერია გაგრძელდა, უთუოდ კარისაკენ მიუთითებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დინამოს” თავკაცად დროებით უმუშევარი კურბან ბერდიევის დანიშვნა უნდათ, რაც არ დადასტურდა. მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა მომავალში უცხოელი სპეციალისტის მიწვევას აპირებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო