11 X 11
სპორტული პორტალი

სრული საგიჟეთი: ევროპა ლიგის მატჩში 12 გოლი და 9 პენალტი გავიდა [VIDEO]

0
გუშინ, 17 სექტემბერს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სასწაული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გუნდებმა ერთმაეთს 12 გოლი და 9 პენალტი გაუტანეს. სერბულმა “ბაჩკა ტოპოლამ” საკუთარ მოედანზე რუმინული ბუქარესტის “სტიაუა” მიიღო და საწყის 14 წუთში 2:0-ს უგებდა. სტუმრებმა პირველ ტაიმში 1 გოლი გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. შეხვედრის პირველივე ნახევარში “ბაჩკა” კაცნაკრული დარჩა – 34-ე წუთზე ბოსნიელი პონიევიჩი გააგდეს. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი დრამა. “სტიაუამ” 50-ე წუთზე გაათანაბრა, 51-ეზე კი კაცნაკრული სერბები გავიდნენ წინ. მალე “სტიაუამ” პენალტით აღადგინა წონასწორობა და 92-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც. სერბები არ დანებდნენ და 94-ეზე გაათანაბრეს! შეხვედრის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა. შეხვედრის 103 წუთზე შეხვედრის ნიდერლანდელმა მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მასპინძელთა კიდევ 1 ფეხბურთელი გააგდო და სერბები მინდორზე 9 კაცით დარჩნენ. “სტიაუა” 105-ე წუთზე კვლავ დაწინაურდა, 1 წუთში სერბებმა ისევ გაათანაბრეს, თან 9 კაცით! მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში რუმინელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და თითქოს თამაში მოიგესო, მაგრამ 9 ფეხბურთელით მოთამაშე “ბაჩკამ” შეხვედრაში ანგარიში მე-4-დ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა- 6:6. ასეთი ბრძოლის შემდეგ, მასპინძლები მაინც დამარცხდნენ: პენალტების სერიაში 1 დარტყმა ვერ გამოიყენეს და “სტუაუამ” 5:4 მოიგო.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო