11 X 11
სპორტული პორტალი

ცნობილია თუ ვის შეხვდება დინამო ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში

0

უეფას შტაბბინაში გამართულ კენჭისრაზე ცნობილი გახდა, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში თბილისის “დინამო” ირლანდიურ “დანდალკსა” და ტირასპოლის “შერიფს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისურმა კლუბმა ჩემპიონთა გზის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ჩემპიონი “ქონაჰ’ს ქუაი ნომადსი” დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ფარერების ჩემპიონ კლაკსვიკარს შეხვდება.

თბილისელები “კლაკსვიკართან” გასვლაზე 24 სექტემბერს ითამაშებენ. კუნძულზე მოგების შემთხვევაში “დინამო” პლეიოფის მატჩსაც სტუმრად გამართავს.

ფოტო: fcdinamo.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო