11 X 11
სპორტული პორტალი

ლევან გორგაძის კიდევ ერთი გამარჯვება! – სეკივაკე დაიეიშო დამარცხებულია (ვიდეო)

0

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეშვიდე დღეს, ქართველი ფალავანი, ტოჩინოშინი სეკივაკე დაიეიშოს შეერკინა. იაპონელი სუმოტორი თავისი ტაჩი-აით (თავდაპირველი შეტაკება) გამოირჩევა, თუმცა ფიიზიკური ძალა უცხო არც ჩვენებურისთვისაა. ურთიერთშეხვედრებში, ლევანი უპირატესობას ფლობდა (6:4), თუმცა ტრავმის გამო, კოეფიციენტები მოწინააღმდეგის მხარეს იყო. სუმოტორები დოჰიოზე ერთნაირი ბალნსით – 2:4-ზე გავიდნენ.

 

ტოჩინოშინისგან რაც ვნახეთ, ეს არის გამოცდილებისა და ოსტატობის ერთობლიობა. ქართველმა დოჰიოზე ისე იმოძრავა, რომ მეტოქეს სივრცე მაქსიმალურად შეუმცირა, ძლიერი დარტყმების საშუალება არ მისცა და ტავარას (დოჰიოს შემომსაზღვრელი თიხის წნელი) მიღმა იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით, როდესაც ხელები მიბჯენილი გაქვს და ისე გადაგყავს) გადადგა.

 

ლევანს ხვალ ურთულესი ორთაბრძოლა ელოდება, მისი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. როგორც თავად თქვა, იაპონელი ბაყაყივით არის, თუ ხელში მოიგდო, მოუგებს, თუმცა ეს 9 ცდიდან მხოლოდ 1-ხელ მოახერხა…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო