11 X 11
სპორტული პორტალი

მაიამი? – აქ სუპერ ფინალის მოსაგებად არიან…

0

მაიამი ჰიტმა საკალათბურთო სამყარო გააოცა. ფლორიდელებმა ინდიანა (4:0) და მილოუკი (4:1) უშანსოდ დაამარცხეს. პეისერსი გასაგებია, მაგრამ ბაქსისთან ასეთ დამაჯერებელი გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ამის ნიშნები რეგულარულშივე შეინიშნებოდა. სრული სიმართლეა, რომ პლეი ოფი სხვა სპეციფიკაა, მაგრამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარე ყოველთვის ჩანს, პოტენციალი შეგიძლია დაინახო. ჰიტმა ბაქსი ყველგან დაჩაგრა.

მილოუკის უპირატესობა მისი მთავარი ვარსკვლავი – იანისია. ბერძენი ღმერთი შეუდარებელი სწორედ იქ არის, რაც ჰიტის ძლიერი მხარეცაასამწამიანი, იქ ხო ბემი, ბატლერი და კროუდერი მოგყვება. პატ რაილისა და ერიკ სპოესტრას გუნდებმა დაცვა ყოველთვის იციან. ბაქსმა მხოლოდ ის თამაში მოიგო, სადაც ანტეტოკუნმპო არ ჰყავდათ, მიდლტონს კი პერიმეტრიდან თამაში წაუვიდა.

ასეა, სამწამიანი ბოსტონის კალათბურთელებმაც ვერ გაიხარეს. მაიამი სელტიკსთან 2:0-ს იგებს, ორივე თამაში დაძაბული იყო, მაგრამ ეს პერიმეტრის ხარჯზე.

რითი სჯობს მაიამი ბოსტონს? – პირველ ყოვლისა, გამოცდილებით.

ჯიმი ბატლერი ქლაჩ მოთამაშეა, რომელიც პლეი ოფ-ში უმატებს, თამაშს თავზე იღებს და პარკეტზე უპირატესობას ქმნის. ის ყველგან შეუდარებელია. ნამდვილი ვარსკვლავი. ლიდერი.

NBA-ის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე, მიუხედავად იმისა რომ არ დაასახელეს, ბემ ადებაიოა. “სქილჩელენჯიც მოიგო, თუმცა მისი მთავარი იარაღი ინტელექტია. ფიზიკური შესაძლებლობები? არანორმალური, მხოლოდ ტეიტუმთან ბლოკი რად ღირს.

გუნდის ერთერთი მთავარი გასაღები გორან დრაგიჩია. სლოვენიელმა რეგულარულის სტატისტიკა ორჯერ გააუმჯობესა. მას კლასი ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი გამოცდილებაც აქვს. ეს ყველაფერი ევრობასკეტზეც დაამტკიცა. დონჩიჩს დიდი მომავალი აქვს, იმის პოტენციალიც რომ NBA-ში ყველაზე დიდი ევროპელი გახდეს, მაგრამ იმ ევროპის ჩემპიონატზე მთავარი კაცი გორანი იყო. ჩუმი ლიდერი.

სათადარიგოთა სკამი მაიამის კიდევ ერთი დიდი კოზირია. გუნდის შემადგენლობა ისე იცვლება, რომ მოწინააღმდეგეები დიდ შვებას ვერ გრძნობენ: ტაილერ ჰირო, ანდრე იგუდალა, კელი იგუდალა – ის ხალხია, რომელიც ხარისხიან თამაშს განაპირობებენ.

ფინალამდე მაიამის 2 გამარჯვება აშორებს, ლეიკერსს – 3, მაგრამ ფლორიდელები განწირულები არ არიან. მართალია სასტარტო ხუთეულის ძალა ლოს ანჯელესელების მხარესაა, მაგრამ მათი მთავარი იარაღიც სამწამიანია, ჰიტს კი იქ დაცვა შეუძლია. მაიამი მეტად დასვენებულია და მას ბევრად უკეთესი სათადარიგოთა სკამი ჰყავს.

ლებრონისთვის ბეჭედს ჯერ ნუ გაამზადებთ. ჯერ ნიკოლას მოუგოს, შემდეგ ბატლერს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო