ბაიერნმა შალკეს ბარსელონაზე უარესი დღე აყარა [VIDEO]
სტარტიც ასეთი უნდა – ბუნდესლიგის პირველ ტურში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” 8:0 დაამარცხა.
სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, “მანჩესტერ სიტიდან” გადასულმა ლეროი სანემ კი სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ლევანდოვსკიმ “ბაიერნში” ბუნდესლიგაზე 163-ე გოლი გაიტანა, კარლ-ჰინც რუმენიგეს გაასწრო და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 365 გოლია. პოლონელმა თავდამსხმელმა გელზენკირხენელთა კარი ზედიზედ 10 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ლიგის რეკორდია. რობერტმა ჩემპიონატის მიჯრით 7 სასტარტო მატჩში გაიტანა და “შალკეს” ექს-ფორვარდ კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.
ტომას მიულერმა “ბაიერნში” ყველა ტურნირზე 536 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.
17 წლისა და 205 დღის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ბუნდესლიგაზე “ბაიერნში” გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
24 სექტემბერს “ბაიერნი” ევროპის სუპერთასზე “სევილიას” შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ
მიუნხენი. “ალიანც არენა”
ბაიერნი – შალკე 8:0
გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)