11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუ მესისთან კონფლიქტს პირად შეხვედრისას განიხილავს

0

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ პრინციპულად არაფერი უთხრა ჟურნალისტებს მის მიმართ ლიონელ მესის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ არ აპირებს მასთან საჯაროდ გაარჩიოს საქმეები, ამისათვის პირადი შეხვედრაა ერთადერთი ფორმატი.

“მესი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია და მე არ დავუშვებდი მის სხვაგან გადასვლას, რადგან ის “ბარსელონას” აღზრდილია, მასთან ერთად გუნდმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია და ვფიქრობ კარიერაც აქვე უნდა დაასრულოს. კუმანის გუნდში ლეოს თავისი გამორჩეული ადგილი აქვს, ყველაფერი თითქმის მასზე ეწყობა. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს რომ წინ გამარჯვებები გველის. ვფიქრობ, მესი კიდევ დიდხანს დაგვატკბობს მისი განუმეორებელი თამაშით”, – ამგვარი უკვე გაცვეთილი ფრაზებით შემოიფარგლა ბარტომეუ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს გადადგომას, ბარტომეუმ ისეთი სახით შეხედა მედიელებს რომ იგულისხმებოდა, თქვენ ალ..დ ხომ არა ხართო, ვერბალურად კი ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა, რას ამბობთ, კვლავ და დიდხანს “ბარსას” საკეთილდღეოდ უნდა ვიღვაწოო

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო