11 X 11
სპორტული პორტალი

ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხეს

0 14

მაკედონიის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა ქართველი ხელბურთელების გუნდმა პრილეპმა, რომელმაც მეორე ტურში სტუმრად 34-29 დამარცხა რაბოტნიჩკი.

მატჩის ანგარიშის სათაური მაკედონიურ ვებგვერდზე gol.mk ასეთია: რაბოტნიჩკიმ ზურაბ ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხა. სტატიაში ვკითხულობთ: „მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაბოტნიჩკიმ ვერაფერი მოუხერხა პრილეპის მეკარე ცინცაძეს, რომელმაც დარტყმების რამდენიმე სერია მოიგერია“…

პრილეპმა ტაიმი 17-15 მოიგო, ხოლო მატჩი – 34-29. გამარჯვებულებში ყველაზე მეტი, 6-6 გოლი გაიტანეს რევაზ ჭანტურიამ და ფილიპ ჩურლევსკიმ. ამ უკანასკნელმა პრილეპში ბოლო მატჩი ითამაშა და ფინეთის სიუნდეაში გადავიდა. 4 გოლია ხაზეინ რუსტამოვის ანგარიშზე, ითამაშე მეოთხე ქართველმაც – მირიან გავაშელიშვილმა.

პრილეპს ორი მატჩიდან 1 მოგება აქვს. პირველ ეტაპზე გუნდის მიზანია შვიდგუნდიანი ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება. მომდევნო თამაშს პრილეპი 21 სექტემბერს შინ გამართავს მლადოსტთან.

geohandball.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო