დეპაის ყიდვას მილანი აპირებს
მემფის დეპაის „ლიონის“ დატოვება რომ უნდა, არახალია. მისი გადაბირება „ბარსელონას“ კი სურდა, მაგრამ მასში 30 მილიონის გამღები არ იყო და გარიგება ჩაიშალა.
ახლა შევიტყვეთ, რომ ამ თანხას „მილანი“ იხდის და წესით და რიგით, ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. თუმცა, ვნახოთ.