11 X 11
სპორტული პორტალი

ფეხბურთში მტრები, საწოლში კი..

0 64

მადრიდის „რეალის“ გარემარბის მარკო ასენსიოს გელფრენდი სანდრა გარალი თავისი გულისსწორის გუნდს დასანახად ვერ იტანს, რადგან ბავშვობიდანვე მთელი ოჯახით „ატლეტიკოს“ ფანია, მაგრამ ეს სრულიად არ უშლით ხელს მტრედებით მოღუღუნე წყვილი იყოს.

მათ ერთმანეთი სამი წლის წინათ გაიცნეს მადრიდის ერთ კლუბში, სადაც სანდრა, რომლის სრული სახელი სანდრა გარსია ალვარესია, ადმინისტრატორად მუშაობდა. ერთურთზე  მაშინვე შეუვარდათ გული და მას შემდეგ ერთად არიან. მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ მოგვიანებით შეიტყო, როდესაც წყვილი ერთად მივიდა სერხიო რამოსისა და პილარ  რუბიოს ქორწილში.

სანდრა წელს ამთავრებს მადრიდის უნივერსიტეტს, მომავალი არქიტექტორია. ისე კი სოციალურ ქსელებში აქტიურობს ნამეტურ, მეტადრე ინსტაგრამზე უყვარს ფოტოების გამოდება და თუ სურათზე სპორტულად აცვია, მხოლოდ  მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორმა მოსავს.

როდესაც მათ სახლში მისულმა ჟურნალისტმა ქალმა ინტერვიუსას ჰკითხა თუ როგორ ახერხებენ, მოსისხლე მტერი გუნდების ფანები ასე ტკბილად თანაცხოვრებას, სანდრამ ეშმაკური ღიმილით უპასუხა, რომ ქალ-ვაჟის ურთიერთობაში ერთი, ფეხბურთზე მეტად შემაკავშირებელი რამ არსებობს და თვალი საწოლი ოთახისკენ გააპარა.

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო