გენტმა ისევ გაიმარჯვა – დაბრუნდება ჩაკვეტაძე კიევის დინამოსთან განმეორებით მატჩამდე?
ბელგიური პრესის ცნობით, “გენტის” ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა.მისმა გუნდმა დღეს ბელგიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში სტუმრად “მუსკრონს” 1:0 სძლია. გოლი მე-14 წუთზე ნიკლას დორშმა გაიტანა, ხოლო 22-ე წუთზე რომან იარემჩუკმა პენალტი ვერ გამოიყენა.ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით “გენტმა” მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვა.23 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში “გენტი” კიევის “დინამოს” უმასპინძლებს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა კი 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და არაა გამორიცხული, იქამდე ჩაკვეტაძე დაბრუნდეს კიდეც.