11 X 11
სპორტული პორტალი

გვარდიოლამ მესის ვერშემდგარ ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა

0 185

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პირველი კომენტარი გააკეთა “ბარსას” ვარსკვლავი ლიონელ მესის ვერშემდგარ ტრანსფერზე.

“არ ვარ ვალდებული რაიმე ავხსნა. ლეომ ამ ყველაფრის შესახებ უკვე ისაუბრა, თან გარკვევით.

ვთვლი, რომ არაფერი მაქვს დასამატებელი. მესი “ბარსელონას” ფეხბურთელია, იმ კლუბში თამაშობს, რომელიც ძალიან მიყვარს,”- თქვა პეპმა.

მოგეხსენებათ ესპანელ სპეციალისტს ისე სურდა არგენტინელის საკუთარ გუნდში ხილვა, რომ 14-დღიან კარანტინსაც კი არ შეუშინდა, პრემიერლიგის სტარტისთვის  მოსამზადებელი პერიოდი სახლის კედლებში გაატარა და მაინც ჩავიდა ბარსელონაში. თუმცა, კეთილმა ხოსეპმა ბოროტ ხოსეპს ბავში ხელიდან ვერ გამოსატაცა…

 

წყარო: Marca

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო