ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და სპარტაკთან ითამაშებს
“რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის “დინამოსთან” მიღებული სახის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მან დღეს გუნდთან ერთად დამცავი ნიღბის გარეშე სრულად ივარჯიშა.
დიდი ალბთობით, ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში “სპარტაკთან” მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
“რუბინი” 11 ქულით მე-7 ადგილზეა და “სპარტაკს” 20 სექტემბერს უმასპინძლებს. ცნობისათვის, 45-ათასიან “ყაზან არენაზე” 31 ათას მაყურებელს ექნება დასწრების უფლება.