11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი ბარსელონადან პუჩსაც გაუშვებს

0 11

21 წლის ნახევარმცველმა რიკარდ პუჩმა შეიძლება “ბარსელონა” დატოვოს.

პუჩს მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გასულ სეზონში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი გუნდიდან გაშვებას უპირებს.

RAC1-ის ჟურნალისტ ჟერარ რომეროს მტკიცებით, კუმანმა პუჩს უთხრა, რომ მასზე იმედებს არ ამყარებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩი “ბარსაში” 4 ხელშეუხებელ ფეხბურთელს შორის იყო. მან გასულ სეზონში ლა ლიგას 11 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო