11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანმა ბარსელონას ძირითადი შემადგენლობა გამოკვეთა

0

რამდენიმე წუთის წინ ე.წ. გამპერის თასზე “ბარსელონამ” “ელჩე” მატჩის დებიუტშივე ანტუან გრიზმანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. მატჩი აშკარად საწვრთნელ ხასიათს ატარებდა. სპეციალისტთა ყურადღება უფრო იმან მიიქცია, რომ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სავარაუდოდ ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც პრიმერას პირველ ტურში “ვილიარეალთან” დაეყრდნობა.

ბარსელონა: ნეტო, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კოუტინიო, ფატი, მესი, გრიზმანი.

ლეო მესის თავი დიდად არ შეუწუხებია, მაგრამ მომენტებში, როდესაც ინდომებდა, დრიბლინგითაც ჩვეულად იკვალავდა გზას მეტოქის კარისაკენ და პარტნიორებსაც რამდენიმე დიდებული პასი “დაუხატა”. რაც შეეხება ბრაზილიელ მეკარე ნეტოს, ის ალბათ იქამდე დაიცავს ბლაუგრანას კარს, ვიდრე ტერ შტეგენი საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო