11 X 11
სპორტული პორტალი

ოფიციალურად: ბეილი და რეგილონი ტოტენჰემში გადავიდნენ

0 6

“რეალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელები სერხიო რეგილონი და გარეთ ბეილი “ტოტენჰემში” გააგრძელებენ კარიერას.

მცველი რეგილონი “დეზებმა” 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. “რეალს” ოფციის წესით მისი 45 მილიონად დაბრუნება შეუძლია.

რეგილიონი გასულ სეზონში “სევილიაში” იყო განათხოვრებული და ესპანეთის ჩემპიონატის 31 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება ბეილს, “ტოტენჰემმა” ერთწლიანი იჯარით აიყვანა და ხელფასს სრულად გადაუხდის. ის ლონდონში ტრავმირებული ჩავიდა და გარკვეული პერიოდი თამაშს ვერ შეძლებს.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო