11 X 11
სპორტული პორტალი

საბურთალოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0

“საბურთალოს” საიტის ცნობით, გუნდის მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს:

“საბურთალოს მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა თანამდებობაზე თემურ შალამბერიძე შეცვალა.

ლევანი ბოლოს თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა, იქამდე კი საბურთალოს ასაკობრივ გუნდში წარმატებით მუშაობდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძემ საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თემურ შალამბერიძემ გუნდთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისში, სუპერთასი მოიპოვა.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის თემურს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს!”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო