11 X 11
სპორტული პორტალი

“ქართველები რუსეთის შემადგენლობაში რაში გვჭირდებით?! მუქთაღორები ხართ, ეს კი გალიაში ჩაკეტეთ” – ბერძენიშვილის ნათქვამს მწვავე რეაქცია მოჰყვა

0

ქართველმა პოლიტიკოსმა, მწერალმა, ლიტერატორმა, კრიტიკოსმა და მოაზროვნემ, ლევან ბერძენიშვილმა ინტერვიუ მისცა Popsport.com-ს, რომელშიც თბილისის “ლოკომოტივის” მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხების სხვადასხვა მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ასეთი სიხარული ერთ სახელმწიფოში 70-წლიანი თანაცხოვრების გამო გვქონდა, ამ დროის განმავლობაში ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ორი საუკუნის მანძილზე გვატყუებდნენ. რუსეთი ყველაზე ცუდი მეზობელია.

“სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს” – ეს მცდარი თეზისია. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომაც იყო სიხარული პატრიოტული და სპორტულიც.

მათ მოგების დიდი იმედები ჰქონდათ. ფიქრობდნენ, თბილისური გუნდის დამარცხებით საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობაში დააბრუნებდნენ. ასეთი თბილი გრძნობები აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ,”- თქვა ბერძენიშვილმა.

მისი სიტყვები კი ერთერთი ყველაზე პოპულარულმა რუსულმა საიტმა Sports-მა გამოაქვეყნა და ბერძენიშვილის ნათქვამმა მეზობელი გულშემატკივრები გააღიზიანა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარის თარგმანს:

“ეს სტეპანიშთან (მოს. “დინამოს” დირექტორი, რომელმაც “ლოკო” – “დინამო” საქართველო – რუსეთის დაპირისპირებად გაახმოვანა) ერთად ჩასვით გალიაში, იქ გაარჩიონ საქმე, ხალხს კი მშვიდი ცხოვრება გვაცადეთ.”

“ქართველებს საბჭოთა კავშირში ცუდად ექცეოდნენო, ეს მტკნარი სიცრუეა.”

“მაგ 70 წლიდან 30 წლის განმავლობაში სსრკ-ს ქართველი მართავდა.”

“აი დებილი მესმის. აზრის გაბუნიაა. რაში გვჭირდებით ქართველების რუსეთის შემადგენლობაში უფასოდ მიღება? კიდე ჩვენს ხარჯზე გინდათ ცხოვრება? სსრკ-ში ქართველები მოხმარებით პირველ ადგილზე იყავით, წარმოებით კი მე-11-ზე. ქართველი მოქალაქე საშუალოდ 10 დოლარს გამოიმუშავებდა და 30 დოლარისას თქავდა. ეს ფაქტია.”

“უეფასთვის ჯერ არ უთქვამთ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები გეოპოლიტკურ საკითხებსაც რომ წყვეტს? “დინამოს” რომ მოეგო სსრკ აღდგებოდა და საქართველო მისი წევრიც გახდებოდა.”

“ფისიქიკურად ავადმყოფი ადამიანის სამაგალითო ნათქვამია.”

“ამ მარაზმატიკს არ ესმის, როგორი ბედნიერები ვართ რუსები კისრიდან მუქთაღორები რომ მოვიხსენით. საქართველო რუსეთთან ერთად ერთ სახელმწიფოში 70 კი არა, 200 წელი ცხოვრობდა. სწორედ რუსების დახმარებით გადარჩნენ თურქებისგან და შენარჩუნდნენ, როგორ ერი. მაგრამ, ამის გახსენება საქართველოში მოდაში არ გახლავთ.”

“საქართველო, საერთოდაც “კაიფობდა” სსრკ-ში ყოფნის დროს. ფულიანები თავზე იჯ….დნენ, არც კი მალავდნენ მილიონებს. და ვის შეეძლო ერთი და იგივე მანქანის სამჯერ გაყიდვა, თუ არა ქართველს? ეს კი ნამდვილი სულელი იდიოტია.”

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო