11 X 11
სპორტული პორტალი

უნდოდა კი მაურინიოს ბეილის გადასვლა?

0 8

გარეტ ბეილი მადრიდის “რეალიდან” ერთწლიანი არენდით “ტოტენჰემში” დაბრუნდა. “დეზების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო თითქოს მიესალმა ბეილის შემატებას. ისიც კი თქვა, “რეალში” მისი მიწვევა ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ მერე სამეფო კლუბიდან წავედი, მაგრამ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ საქმეს თავი მაინც დაადგაო.

ახლა ბეილი “ტოტენჰემშია”, მისი სავარაუდო კონკურენტი დელე ალი  ჯერ ვერ გაყიდეს (ესეც მაუს ინიციატივაა) და იმაზე წავიდა მსჯელობა თუ სად დააყენებს ჟოზე ბეილს, რომელსაც მუდმივად ცენტრში თამაში უნდა და არა ფლანგზე. ამის თაობაზე იმ დროს “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იხსენებს, რომ გუნდში მისვლისას ბეილის აგენტს არა კარლოსთვის, არამედ პრეზიდენტ პერესისათვის მიუმართავს ამ მოთხოვნით, რაც ანჩელოტის გადასცეს, მაგრამ მან მაინც ფლანგზე გაამწესა უელსელი. კარლო ამბობს, რომ თუნდაც ასეთი საქციელი, როდესაც ფეხბურთელს არ შეუძლია პირადად მწვრთნელს მიმართოს, მას კარგად არ ახასიათებს.

რაც შეეხება მაურინიოს, მისი თავშეკავება იმით უფროა განპირობებული, რომ მას დიდად არ უნდოდა ბეილის დამატება, მაგრამ “დეზების” პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ ფაქტობრივად თავის თავზე აიღო ეს იჯარა და ვიცით რა “განსაკუთრებულის” ავმეხსიერი ხასიათი, “ტოტენჰემში” ინტრიგებს უნდა ველოდოთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო