11 X 11
სპორტული პორტალი

“ვიფიქრე, კომანი და დევისი არ არიან, ღია კარის დღეს მოვიწყობ,” – შალკეს ნახევარმცველის აღიარება…

18.09.2020, Bayern, München: Fußball: Bundesliga, Bayern München - FC Schalke 04, 1. Spieltag in der Allianz-Arena. Münchens Leroy Sane (r) und Schalkes Sebastian Rudy kämpfen um den Ball. WICHTIGER HINWEIS: Gemäß den Vorgaben der DFL Deutsche Fußball Liga bzw. des DFB Deutscher Fußball-Bund ist es untersagt, in dem Stadion und/oder vom Spiel angefertigte Fotoaufnahmen in Form von Sequenzbildern und/oder videoähnlichen Fotostrecken zu verwerten bzw. verwerten zu lassen. Foto: Matthias Balk/dpa +++ dpa-Bildfunk +++
0

“ახალი სეზონი – იგივე ბაიერნი” – ბლიჩერ რეპორტმა მიუნხენელი ფეხბურთელების ფოტოები ასე დაასათაურა. ჩვენც ვფიქრობდით, რომ შესვენება მათ ფორმაზე იმოქმედებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერზე ნათლად შალკეს ნახევარმცველის – სებასტიან რუდის აუდიო დღიური საუბრობს, რომელიც, მატჩის შემდეგ, დაახლოებულმა წყარომ გამოგვივზავნა. შეგახსენებთ, რუდი ბაიერნში 2017/18 წლებში თამაშობდა…

“მეგონა ამათი ყველა ფინტი ზეპირად ვიცოდი, კლასის დამტკიცება მინდოდა. 

ვიფიქრე ტიაგო აღარ ჰყავთ, ბურთის ამოტანა გაუჭირდებათ. მე, კებაკი და სტამბული კარგად მოვემზადეთ, ოშიპკას ოსტატობა ყველამ ისედაც ვიცით და გვინდოდა ამ … [ხმა გაურკვევლად ისმის] ჯოჯოხეთი მოგვეწყო.

ასეთი “პადობნი” არაფერი მინახავს. 

გერმანელი და დახვეწილი, იოზუა კიმიხი როა, ისტორიაში ალბათ არც გვყოლია. იძახდა ის ბეთჰოვენი [რედ: ალბათ, ფეხბურთელი შალკეს მთავარ მწვრთნელს – ვაგნერს – გულისხმობს] ბარსას თამაშს ჩაუჯექითო

ვიფიქრე კომანი და დევისი არ არიან, ფლანგზე ღია კარის დღეს მოვიწყობ, ერნანდესის შეტევა აქამდე ნანახი არ მქონდა. მსოფლიო ჩემპიონი ყოფილა.

ეს გნაბრი ყველა პოზიციიდან ურტყამს, სირბილიც იცის, ტექნიკაც აქვს. რაღა გნაბრი, მთელი გუნდი ეგეთი არაა!? სანეღა აკლდათ. 

როცა ვიფიქრე ძირითადის ფეხბურთელები გავიდნენ და ამოვისუნთქეთ, იქნება პრესტიჟის გოლი გავიტანოთ-მეთქი, მანდ მივქარე. ეს მუსიალა ვინ მუდრეგია? ჩამიქროლა და ბაუმანმაც ახლო კუთხეში “ჭამა”. 

ეჰ, ზოგიერთები შალკედან ბაიერნში მიდიან [რედ: ნოიერი; გორეცკა; სანე] მე კიდე მაქედან აქ …” – ამ მონაკვეთიდან ჩანაწერის მოსმენა შეუძლებელია.

გვინდა სებასტიანი გავამხნევოთ, ამხელა “შალკეში” თამაშობს, თორემ არსებობენ ქვეყნები, ფეხბურთელი ტოპ ლიგაში სანატრელი ჰყავთ და ოცნებობენ, იქნებ მათმა ტალანტმა “ჰოფენჰაიმში” მაინც “გაქაჩოს”

ვეცდებით, ყოველ ტურში ფეხბურთელთა ემოციები 11X11-ის დღიურში გაგიზიაროთ…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო