ოძეკი დამარცხებულია! – ტოჩინოშინის ბრწყინვალე სუმო! (ვიდეო)
ლევან გორგაძემ დიდებული გამარჯვება მოიპოვა, თან ისეთ მეტოქესთან, რომელთანაც ტრადიციულად უჭირს. ასეა, ტაკაკეიშომ ქართველი 9-დან 8-ჯერ დაამარცხა, თუმცა მაშინ, როდესაც ის კარგ ფორმაში იმყოფება (შერკინებამდე ბალანსი 6 მოგება და 1 მარცხი) ტოჩინოშინი კი ცუდში (შერკინებამდე: 3 მოგება და 4 მარცხი) – ჩვენებური მისთვის დაუძლეველი ბარიკადი აღმოჩნდა.
ლევანმა დასაწყისშივე შეამჩნია, რომ მოწინააღმდეგე დახრილი მოდიოდა, რათა ჩვენებური მხრებში გაეშალა და დოჰიოდან ადვილად გადაეყვანა, მცირე ტაჩი-აის (სასტარტო შეჯახება) შემდეგ ჩვენებურმა ხელები ზემოდან მძლავრად დაჰკრა და პერსპექტიული ოძეკი დოჰიოს გააკრა.
ტოჩინოშინის ბალანსი 4 მოგება და 4 მარცხია. დარჩენილ 7 დღეში 4 მოგება გვჭირდება.
ხვალ მეტოქედ ოძეკი ასანოიამა უნდა გვყოლოდა, თუმცა ის ბაშოს ჩაეხსნა… გაირკვევა…