11 X 11
სპორტული პორტალი

ანორთოსისს ოქრიაშვილის გოლმა ვერ უშველა [ვიდეო]

0
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში “ანორთოსისი” 1:3 დამარცხდა “აპოლონთან”.
“ანართოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და  გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა. მე-19 წუთზე ჩვეული დარტყმით ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მესამე გოლია. სულ ეს გამოდგა მასპინძელთა წარმატება, რადგან “აპოლონმა” შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამსახურებული ამდენივე ქულა წაიმძღვარა.
24 სექტემბერს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების გუნდს უმძიმესი გასვლა ელის “ბაზელთან”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო