11 X 11
სპორტული პორტალი

ბაიერნი – ალაბას მოლაპარაკება განახლდება

0
მიუნხენის “ბაიერნის” ავსტრიელ მცველს დავიდ ალაბას კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში უთავდება ხელშეკრულების ვადა და როგორც წესი და რიგია მის გაგრძელებაზე ზრუნვა ორივე მხარემ აქედანვე დაიწყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხარეების პოზიცია ძალიან დაშორებული გამოდგა. ფეხბურთელის პირადი აგენტის მოთხოვნები იმდენად მიუღებელი გამოდგა “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელებისათვის, რომ “ბაიერნის” ენამწარე პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მას “ხარბი პირანია” უწოდა და მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა. შემდეგ ფეხბურთელი შეეცადა ეს დაძაბულობა განემუხტა და მომხდარზე შემრიგებლური კომენტარი გააკეთა. ახლა კი საქმეში მიუნხენური კლუბის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ჩაერთო და ბრძანა, რომ ალაბა 12 წელიწადია მათ გუნდშია, ამ პერიოდში მომხდარი ავიც და კარგიც ერთად გადაიტანეს, წარუმატებლობაზე ბევრად მეტი გამარჯვება, რაშიც ალაბამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა,  ერთად იზეიმეს და ურთიერთობის გაფუჭება არავის ინტერესებშია. მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებათა განახლებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო