პრემიერლიგის მეორე ტურში “ლიდსმა” 4:3 მოუგო “ფულჰემს”. შეგახსენებთ, მარსელო ბიელსას გუნდი პირველ ტურში 3:4 დამარცხდა “ლივერპულთან”.
კარლო ანჩელოტის “ევერტონმა” 5:2 სძლია “ვესტ ჰემს”. ლივერპულური გუნდის ახალწვეულმა ხამეს როდრიგესმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კელვერტ-ლიუინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
“მანჩესტერი” “ოლდ ტრაფორდზე” 1:3 დამარცხდა “კრისტალ პალასთან”. მასპინძელთა გუნდში სადებიუტო მატჩში გოლი ვან დე ბეკმა გაიტანა.
“არსენალმა” კი სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – “ვესტ ჰემს” 2:1 სძლია.