11 X 11
სპორტული პორტალი

ცეცაძის “ლვოვმა” კიევის “დინამოს” ბოლომდე ვერ გაუძლო

0

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში “ლვოვი”, რომლის მწვრთნელი გია ცეცაძეა, კიევში 1:3 დამარცხდა ადგილობრივ “დინამოსთან”.

კიევის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე “გენტთან” ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მწვრთნელმა ლუჩესკუმ პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა დააყენა სასტარტოში. მან ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც უკანასკნელ შეხვედრებში განაცხადში არ იყო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ლუჩესკუმ ერთბაშად 4 ფეხბურთელი და მათ შორის წიტაიშვილი შეცვლა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები შეუშვა შეცვლაზე. მართალია, დედაქალაქელებს გაუჭირდათ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.

დინამო – ლვოვი 3:1

გოლები: 1:0 ციგანკოვი (48, პენ), 1:1 ჩელიჩი (62), 2:1 შაპარენკო (87), 3:1 სუპრიაგა (90+5)

გაძევება: მიჰოუბი (83, ლვოვი)

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო