11 X 11
სპორტული პორტალი

დე ხეას ამას კაცი დაუკარგავდა?

0 8

“კრისტალ პალასთან” შინ წაგებულ (1:3) მატჩის 74-ე წუთზე “მანჩესტერის”მეკარემ დავიდ დე ხეამ პენალტი კი აუღო ჯორდან აიევს, მაგრამ რეფერიმ მარტინ ატკინსონმა, აქაოდა კარის ხაზიდან ფეხი გამოდგიო, ლონდონელებს დარტყმა გაამეორებინა და ვილფრიდ ზაჰამ გაიტანა კიდეც.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ საშუალება არ მისცა ესპანელ მეკარეს მისთვის უსიამოვნო სერია შეეწყვიტა. მას 2014 წლიდან, როდესაც “ევერტონელი” ლეიტონ ბეინსს აუღო,  19 პენალტი დაურტყეს და ერთიც ვეღარ მოიგერია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო