11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიამ მეურვე გააძევებინა, ერთობ აქტიური იყო, მაგრამ მარტო სპარტაკთან ვერას გახდა

0

რუსეთის ჩემპიონატის მერვე ტურში “რუბინი” სახლში 0:2 დამარცხდა “სპარტაკთან”, თუმცა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად ითამაშა.

სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კვარაცხელიამ თავის პერსონალურ მეურვე მასლოვს მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მასპინძლებმა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს შეუტიეს. ხვიჩამ თანაგუნდელები სამჯერ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე,მაგრამ მათ შანსი ვერ გამოიყენეს.

მთავარია, კვარაცხელიას მოსკოვის “დინამოსთან” მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შესანიშნავ ფორმაშია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო