11 X 11
სპორტული პორტალი

ლამპარდი ასე, კლოპი ისე

0
“ლივერპულთან” საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ “ჩელსის” თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა თავი იმით იმართლა, რომ გუნდში რამდენიმე ახალწვეული ჰყავს, წინასასეზონო მომზადებისათვის კი სულ ერთ თვემდე ჰქონდა და ბევრი ვერაფერი მოასწრეს, მაგრამ მის გუნდში მებრძოლი სული სუფევს და ეს მალე შედეგს მოიტანს. ფრენკის აზრით, რომ არა პირველი ტაიმის ბოლოს კრისტენსენის გაძევება, მატჩის შედეგი სხვანაირი იქნებოდა. რაც შეეხება გამარჯვებული გუნდის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს, მან მოგებას დამსახურებული უწოდა, შეგირდების თამაშით უკმაყოფილო არ დარჩენილა, მაგრამ რიგი სისუსტეები შეამჩნია, ცალკეულ ფეხბურთელთა შეცდომებიც დაინახა და მათ გამოსასწორებლად მუშაობა დასჭირდებათ. ორ ტურში კი 6 ქულა მაქსიმუმია და ბედის სამდურავი არ მეთქმისო. რახან 6 ქულა ვახსენეთ, ბარემ გეტყვით, რომ პირველი ორი მატჩიდან ამდენივე ქულა მეორე ლივერპულულმა გუნდმა “ევერტონმაც” მოაგროვა, რაც ინგლისის ჩემპიონატში 1993 წლის შემდეგ არ მომხდარა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო