11 X 11
სპორტული პორტალი

ნაკრებიდან ნაკრებში გადასვლის წესი შეიცვალა

22-06-2011: UEFA U21 Championship - Bojan Krkic, Spanien / Spain. © Lars Ronbog / Frontzonesport (Photo by Lars Ronbog/FrontzoneSport via Getty Images)
0 28

ფიფას კონგრესზე „საფეხბურთო მოქალაქეობის“  ანუ ერთი ეროვნული ნაკრებიდან მეორეში გადასვლის წესი შეიცვალა. იგი გარკვეულწილად ლიბერალური გახდა, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ იმით ახსნა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს, ვინაც ახალგაზრდულ ასაკში ეროვნულ გუნდში ითამაშა, შემდეგ იქ აღარ იძახებენ და საერთოდ ნაკრები გუნდის მიღმა რჩება, მაშინ როდესაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და მისი სანაკრებო დონეზე უთამაშებლობა, მსოფლიო ფეხბურთისათვის დანაკლისია.

მაგალითად ბოიან კრკიჩის შემთხვევაა მოყვანილი, რომელიც ეთნიკურად სერბია, მაგრამ „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლა „ლა მასიაში“ ბავშვობიდან აღიზარდა და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სულ ერთ მატჩში ითამაშა, ისიც 25 წუთი, რის შემდეგ „ფურია როხაში“ აღარ იხმობენ და ვეღარც მშობლიური სერბეთის ნაკრებს ეხმარება.

აქამდე „საფეხბურთო მოქალაქეობის“ შეცვლა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ერთ ნაკრებში ოფიციალურ მატჩში ჰქონდა ნათამაშები, მეორეში გადასვლა არ შეეძლო. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ფეხბურთელი, ან მისი რომელიმე მშობელი იმ ქვეყნის ტერიტორიაზე იყო დაბადებული, რომლის ნაკრებშიც სურდა გადასვლა ანდა ამ ფეხბურთელს 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ქვეყანაში მუდმივად 5 წელი უნდა ჰქონოდა ნაცხოვრები.

ახლა ნაკრები გუნდის გამოცვლისათვის ფეხბურთელმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:

პირველი სანაკრებო მატჩისას მას უკვე უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნის მოქალაქეობა რომლის ეროვნულ გუნდში აპირებს თამაშს.

ბოლო სანაკრებო მატჩის დროს უნდა იყოს 21 წელზე ნაკლები ასაკის.

ნაკრებში არ უნდა ჰქონდეს 3 მატჩზე მეტი ნათამაშები. ამასთან, არ უნდა იყოს გამოძახებული მსოფლიოს ან კონტინენტურ ჩემპიონატებში.

ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩიდან სამ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს გასული.

იმის შეფასება რამდენად ლიბერალური გახდა წესი და გაიოლდება თუა არა ერთი ნაკრები გუნდიდან მეორეში გადასვლა, თქვენთვის მოგვინდვია.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო