11 X 11
სპორტული პორტალი

ქალია თუ „ნასოსი“?

0
ინსტაგრამ-მოდელი ალიზა ნამდვილად შეჩენილია „ფენიქსის“ კალათბურთელებს. ცნობილი გახდა, რომ მას და მის დაქალს სექსი ჰქონდათ „ფენიქსის“ თავდამსხმელ კელი უბრესთან. აშშ-ს პურიტანულმა ნაწილმა კრიტიკისა და ქოქოლის ქარ-ცეცხლი დაატეხეს თავს უბრეს, აქაოდა, კაცს მეგობარი ქალი გყავს და მას როგორ უღალატეო. ამ ალიზამ ორი წლის წინ სახელი იმით გაითქვა, რომ „გამოტყდა“ ერთ სექსუალურ თავგადასავალში. ლას ვეგასში, კლუბში გართობის შემდეგ, იქ გაცნობილ მამაკაცთან განმარტოებულა და შუა შარი-შურში რომ იყვნენ, იმ ოთახში „ფენიქსის“ კალათბურთელები შესულან. ალიზას თქმით, შვიდნი ყოფილან და რაღა ექნა, საკუთარ თავს ვეღარ უღალატა, არც ერთს აღარ დასწყვიტა გული და შვიდივე ორალურად ასიამოვნა. კალათბურთელების ვინაობა არ გაუმხელია, მაგრამ დიდად ეეჭვებათ, რომ მათ შორის გუნდის ლიდერი დევინ ბუკერიც ბრძანდებოდა. ამ ისტორიამ ალიზას ინსტაგარამ-ხელმომწერები სამიდან სამოცი ათასამდე გაზარდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ალიზას მორმონ მშობლებამდეც მივიდა და ის ოჯახიდან მოიკვეთეს, რასაც ის დიდად არ დაუნაღვლიანებია. მეტიც, პორნომსახიობობაც დაიწყო და ახლა იმით ტრაბახობს, რომ დღეში 65 ათას დოლარს გამოიმუშავებს.    
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო