11 X 11
სპორტული პორტალი

Big, Big Bang – ულამაზესი გოლი ქართველის შესრულებით და მაკრატელა… [VIDEO]

0

ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერ ლიგაში გოლების ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა.

ნიკას “ინჰულეცი” საკუთარ მოედანზე “დესნას” (ველოსიპედს არა, საფეხბურთო გუნდს) ხვდებოდა და სიჭინავამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით საოცრად ლამაზი გოლი გაიტანა.

გარდა მოხდენილად შესრულებული გოლისა, ქართველ ფორვარდს შედევრამდეც ცოტა დააკლდა – მისი მაკრატელა დარტყმა ოდნავ აცდა “დესნას” კარს.

ნიკამ უკრაინის პირველი ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და ბომბარდირს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩა. უკრაინული საიტები წერდნენ, რომ სიჭინავას ყიდვას კიევის “დინამოს” ლამობდა…

ქართველმა პრემიერლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა და მიმდინარე სეზონში ეს მისთვის პირველი ზუსტი დარტყმა იყო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო