ქართველმა შემტევმა ბელგიაში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]
19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის “პირველ დივიზიონ B-ში” (რანგით მეორე ლიგა) მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისაგან ვერ იხსნა.
“სერანის” რიგებში მოთამაშე გიორგიმ გასვლაზე ბრისუელში ადგილობრივ “იუნიონთან” შეხვედრის 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებმა დარჩენილ დროში მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს ქართველის გუნდი – 3:2.
გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და “მეციდან” “სერანში” 1 სეზონითაა განათხოვრებული 4 თამაშში 6 გოლი დაუგროვდა.
მისი ფორმიდან გამომდინარე, გიორგი საქართველოს არა თუ ასაკობრივ, ეროვნულ ნაკრებსაც შეიძლება გამოდგომოდა…