11 X 11
სპორტული პორტალი

ტორესმა ლივერპულის პერიოდი გაიხსენა

LIVERPOOL, ENGLAND - JANUARY 26: Fernando Torres of Liverpool looks on during the Barclays Premier League match between Liverpool and Fulham at Anfield on January 26, 2011 in Liverpool, England. (Photo by Alex Livesey/Getty Images)
0

ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი “ლივერპულში” 2007-2011წლებში თამაშობდა და ამ გუნდის ისტორიაში შესამჩნევი კვალიც დატოვა. “ელ ნინიომ” ერთ ინტერვიუში ახსნა თუ რატომ დატოვა “წითლები”.

“ლივერპულში” თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სრული შესაძლებლობა გვქონდა ინგლისში და ევროპაშიც პირველთა შორის ვყოფილიყავით, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა უცნაურად იქცეოდა, წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყეს, გაუშვეს მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი და ბოლოს კლუბიც გაიყიდა. მე მშობლიური “ატლეტიკო” იმიტომ დავტოვე რომ ტიტულები მომეხვეჭა, მაგრამ იმედები ჩამეფუშა. ამიტომ მეც წასვლა გადავწყვიტე და არც ვნანობ”, – განგვიმარტა ფერნანდომ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო