11 X 11
სპორტული პორტალი

ტრამპმა კოვინგტონს მიულოცა

0
ლას ვეგასში გამართულ UFC Fight Night 178-ის ტურნირის მთავარ ბრძოლაში ამერიკელმა კოლბი კოვინგტონმა თანამემამულე ტაირონ ვუდლის მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია. ეს 32 წლის მებრძოლის კარიერაში მეთექვსმეტე გამარჯვებაა სულ 2 დამარცხების საპირწონედ. კოვინგტონი, რომელიც მისი ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერია, ძალიან გაახარა დონალდ ტრამპის მილოცვამ, რომელმაც პირადად ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ პირდაპირ გაოცებულია თუ როგორ იოლად სძლია მეტოქეს. საუბრის დასასრულს ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი ერთმანეთის ფანები არიან და მომავალი წარმატებები უსურვა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო