ჰალეპმა რომის ტურნირი მოიგო
რომის ტურნირის ქალთა ფინალში სიმონა ჰალეპი კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდა. თამაში სულ 31 წუთს გაგრძელდა და პლიშკოვას ტრავმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც მეორე გეიმში ანგარიში ჰალეპს 2:1 მიჰყავდა. პირველიც მას ჰქონდა 6:0 მოგებული.
ეს რუმინელი ჩოგბურთელის ზედიზედ მოგებული მესამე ტურნირია დუბაისა და პრაღის შემდეგ.